ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა
18 მაისი, 2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.
უკრაინელ მოსწავლეებს თბილისსა და ბათუმში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი სექტორის დაფუძნება უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი დაესწრო, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს გულითადი მადლობა გადაუხადა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
იხილეთ გალერეა