აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ქვემო ვაშლოვანში ახალი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი აშენდება

20 მაისი, 2022

ქვემო ვაშლოვანში ახალი სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი აშენდება. სამინისტრომ მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა:
1. სკოლის სამსართულიანი კორპუსი, რომელიც გათვლილი იქნება 350 მოსწავლეზე. სკოლაში განხორციელდება გაძლიერებული სწავლება საბუნებისმეტყველო საგნებისა და უცხო ენების მიმართულებით. 
საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 200 მაყურებელზე.
სკოლაში მოეწყობა სპორტდარბაზი - სამაყურებლო აივნით.
2. საცხოვრებელი კამპუსი 150 მოსწავლისათვის.
სკოლის ეზოში არსებულ ღია მოედანს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მოეწყობა ტრიბუნები 250 მაყურებელზე.
შენობა იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური.
პროექტის ღირებულება 10 283 087 ლარია. სამუშაოების დასრულებისთვის 36 თვეა განსაზღვრული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები