მინისტრის მოადგილედ გიორგი სურმანიძე დაინიშნა
25 მაისი, 2022
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გიორგი სურმანიძე დაინიშნა.
ახალი მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარუდგინა.
პროფესიით საერთაშორისო სამართლის იურისტი გიორგი სურმანიძე დღემდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. გიორგი სურმანიძეს კვალიფიკაცია Stanford University-ში აქვს მიღებული.
შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებს, წლის ბოლომდე, მოკლე და გრძელვადიანი გეგმის მომზადება დაავალა, რომლის მიხედვითაც უწყებების მუშაობა შეჯამდება.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
იხილეთ გალერეა