აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე EBRD-ის და SIDA-ს წარმომადგენლებს შეხვდა

20 მაისი, 2022

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა EBRD-ის და SIDA-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 
ჯაბა ფუტკარაძემ საერთაშორისო პარტნიორებს, აჭარაში მათი ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე და უკვე განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. 
მხარეებს შორის საუბარი ეკონომიკური და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. 
ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის საინვესტიციო გარემოზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
შეხვედრას შვედეთის ელჩის მოადგილე, შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ერიკ ილე, სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი თეა მელიქაძე, საქართველოში შვედეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და დონორ ორგანიზაცეიბთან ურთიერთობის სპეციალისტი სოფიკო კეკელიძე ესწრებოდნენ. 
EBRD-ის და SIDA-ს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის ობიექტის მშენებლობა განხორციელდა. აღნიშნულმა ორგანიზაციებმა პროექტი 7 მლნ ევროთი დააფინანსეს. 
EBRD-თან მიღწეული შეთანხმებით, ნარჩენების მართვის ობიექტის ტექნიკით აღჭურვა, დამატებით 28 მლნ ევროთი დაფინანსდება

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები