კონკურსი
16 მაისი, 2022
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ღია კონკურსს აცხადებს.
ელექტრონული კონკურსი საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის, სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე გამოცხადდა.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
განაცხადების მიღება
ტესტირება
გასაუბრება
კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კანდიდატები, განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.
იხილეთ გალერეა