კონკურსი
16 მაისი, 2022
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ღია კონკურსს აცხადებს.
ელექტრონული კონკურსი ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, საწარმოთა მართვის განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე გამოცხადდა.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:
განაცხადების მიღება
ტესტირება
გასაუბრება
კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კანდიდატები, განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებენ.
იხილეთ გალერეა