სხვადასხვა მიმართულებებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
03 ივნისი, 2022
ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სხვადასხვა მიმართულებებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ორივე მუნიციპალიტეტში 27 კილომეტრამდე ბეტონის საფარი მოეწყობა.
ქობულეთში, შუახევსა და ხულოში ბეტონის საფარის დაგება უახლოეს დღეებში დაიწყება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე წელს საერთო ჯამში 90 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარს მოაწყობს.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ, მოადგილესთან არჩილ ბერიძესთან და სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა