აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გიორგი სურმანიძე საკომპოსტე საწარმოს მუშაობას გაეცნო

03 ივნისი, 2022

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სტანდარტების საკომპოსტე საწარმოს მუშაობას გაეცნო.  
საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით აშენებული ცენტრი, ეკოლოგიის დაცვის მიმართულებით, მსოფლიოში აპრობირებული უმაღლესი კრიტერიუმებით ფუნქციონირებს. 
საწარმო მწვანე მასის გადამუშავებას და ბიო სასუქის წარმოებას ახორციელებს. 
მინისტრის მოადგილემ საწარმოო პროცესში ჩართული ტექნიკური აღჭურვილობის მუშაობაზე ინფორმაცია მიიღო.
კომპოსტირება მნიშვნელოვანია ნარჩნების სეპარირებისთვის და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისთვის. 
შეხვედრას აჭარის მყარი ნარჩენების მართვის ობიექტის დირექტორი ნოდარ კონცელიძე და ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ესწრებოდენ. 
მსგავსი მეთოდით ნარჩების დამუშავება, ცეცხლაურის ნარჩენების მართვის ობიექტზე დაინერგება. 
EBRD-თან მიღწეული შეთანხმებით, ნარჩენების მართვის ობიექტის ტექნიკით აღჭურვა, დამატებით 28 მლნ ევროთი დაფინანსდება. 
ამ ეტაპზე, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს, რის საფუძველზეც მთელი რეგიონის ნარჩენების მართვის ოპტიმალური მოდელი შეიქმნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4431123456
4578910111213
4614151617181920
4721222324252627
482829301234
49567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები