სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართები კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა
02 ივნისი, 2022
აჭარაში სახელმწიფო დაფინანსებით საცხოვრებელი ფართები კიდევ 10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინააჭარის ავტონომიური რესპუბლიკი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის პროგრამის -„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ ფარგლებში, დღეს 10 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა.„სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. წელს სამინისტრომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება 30 000 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა არაერთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ეხსნება. პროგრამა ვრცელდება აჭარაში რეგისტრირებულ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ.მიმდინარე წელს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 100 სახლის ან ბინის შეძენა.
იხილეთ გალერეა