თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი "ჩვენებურები“ გაიმართა
10 ივნისი, 2022
10 ივნისს თბილისში თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი "ჩვენებურები“ გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე დაესწრო.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი და თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები ეწვივნენ.
ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას.
ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს შესაბამისი სამინისტროების და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს საქართველოს სამეწარმეო გარემოს, კერძო სექტორისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი მექანიზმები, ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საინვესტიციო შესაძლებლობები.
ფორუმის ფარგლებში ასევე მოხდა საქართველოში უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების წარდგენა.
იხილეთ გალერეა