აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სპორტული ფესტივალი ბათუმში

10 ივნისი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახელში სპორტული ფესტივალი გახსნეს. შეჯიბრში მონაწილეობა უკრაინელმა და ქართველმა მოსწავლეებმა მიიღეს.
ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სასკოლო სპორტული ფესტივალის ორგანიზებისთვის და ღონისძიების მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
"რეგიონში სამასზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს სასკოლო განათლებას. მოსწავლეების მონაწილეობით არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის თავისი მასშტაბურობით გამორჩეულია დღევანდელი ფესტივალი. ღონისძიების მიზანია ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერება"- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მაია ხაჯიშვილმა.
სპორტული ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფრენბურთში, ხელბურთსა და მხიარულ სტარტებში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ბათუმის მე-3, მე-7, მე-20 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „21-ე საუკუნის“ ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლეებმა მიიღეს.
სპორტულ ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
სპორტული ფესტივალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები