აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მსოფლიო რეკორდსმენს ბაგრატ ჟღენტს შეხვდა.
13 ივნისი, 2022
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მსოფლიო რეკორდსმენს ბაგრატ ჟღენტს შეხვდა.
ქართველმა სპორტსმენმა ბათუმში 12 ივნისს მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აჭარის უძლიერესმა მამაკაცმა კბილებით მატარებლის 47 ტონიანი 2 ვაგონი დაძრა და აქამდე დამყარებული მსოფლიო რეკორდი 7 ტონით გააუმჯობესა.
თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელ სთრონგმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერას დაპირდა აგვისტოს თვეში ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე.
ბაგრატ ჟღენტი სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას, მათ შორის გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავს.
შეხვედრას უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ახვლედიანი და ასევე, ფედერაციის დამფუძნებელი ვალერი გულბანი ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა