სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
17 ივნისი, 2022
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშეს თანამშრომლობის დარგში, ლეონორა ფუნდს და სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშეს, ნასტასია დომპს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და შენარჩუნების, ახალი ურბანული ძეგლების მშენებლობის, ბათუმსა და მონპელიეს შორის თანამშრომლობის დაწყების საკითხებს შეეხო. სტუმრებმა 2022 წლის ოქტომბერში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე, „EU for Culture“-ზე გაამახვილეს ყურადღება და აჭარას მოუწოდეს აქტიურად მიიღოს მონაწილობა, ასევე, განიხილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ROMPER“ - თან თანამშრომლობის შესაძლებლობები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის იდეის ირგვლივ მსოფლიო მასშტაბით მრავალ მოხალისეს აერთიანებს;
განათლების დარგში თანამშრომლობის კუთხით, საელჩოს განსაკუთრებული ინტერესი სამინისტროს პროგრამამ „სწავლა საზღვარგარეთ“, საფრანგეთში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობამ და ბათუმში, სამინისტროს, ბსუ-სა და საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდის მიერ ორგანიზებულმა საერთაშორისო კონფერენციამ „ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა“ მიიპყრო.
ორივე მხარემ ხაზი საქართეველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს გაუსვა და იმ შესანიშნავ ურთიერთობებს რაც ორ ქვეყანას ისტორიულად აკავშირებს.
იხილეთ გალერეა