აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

გამარჯვებულ სასკოლო კლუბებთან შეხვედრა გაიმართა

17 ივნისი, 2022

2022 წლის 16 ივნისს სსიპ - ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021 და 2022 წელს გამარჯვებულ სასკოლო კლუბების წევრებთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ერთმანეთს  გამოცდილება გაუზიარეს და  ერთობლივ სამომავლო აქტივობებზე ისაუბრეს.
დაფინანსებულმა სასკოლო კლუბებმა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში განახორციელეს საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების აქტივობები. 
2021 და 2022 წელს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამის „სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსება“ ფარგლებში დააფინანსა 12 სასკოლო კლუბი. გამარჯვებულ კლუბებს  სიგელები გადაეცათ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები