შრომის ბაზრის კვლევა - გაეროს ასოციაციის პროექტი
09 ივნისი, 2022
აჭარაში შრომის ბაზრის კვლევის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
„საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ პროექტი, აჭარაში განხორციელდა.
შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი სურმანიძემ აჭარის ეკონომიკურ ვითარებაზე და ბიზნეს სექტორის მონაცემებზე ისაუბრა.
„2022 წელს ბიუჯეტში ჩარიცხული საშემოსავლო გადასახადის გეგმა 350 მლნ. ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 28%-ით აღემატება. ბიზნეს სექტორის 2022 წლის კვარტალურ მაჩვენებლებში, ზრდის ტენდენციაა. პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ბრუნვა გაზრდილია 91%-ით, გამოშვება 64%-ით, ხოლო დასაქმება 12%-ით“. აღნიშნული პარამეტრები ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე მიგვანიშნებს. პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და დასაქმების ზრდის კუთხით "- განაცხადა გიორგი სურმანიძემ.
პროექტის მიზანია კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება.
სამუშაო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარიკა გვიანიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა