აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის N16 სკოლის ახალი შენობის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

23 ივნისი, 2022

ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. პროექტის მიხედვით აშენდება 3 სართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 1000 მოსწავლეზე (40 საკლასო ოთახი) ერთ ცვლაში. საკლასო ოთახების გარდა, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ტრიბუნებით. შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი. ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა. პროექტის მიხედვით მშენებლობის ღირებულებაა 15 969 157 ლარი. მშენებლობა დაიწყება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებისთანავე და 36 თვეში უნდა დასრულდეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები