შეხვედრა თემაზე - „ამბები აფხაზეთიდან“
23 ივნისი, 2022
აჭარის რეგიონში, წელს პირველად, " აფხაზეთობა აჭარაში" სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნება.
დღეს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების ფარგლებში პირველი აქტივობა გაიმართა.
ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა .
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოება და მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება.
ღონისძიებას ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდნენ.
იხილეთ გალერეა