შეხვედრა ქ.ბათუმის N20 სკოლაში
23 ივნისი, 2022
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მე- 20 საჯარო სკოლაში უკრაინული და ქართული სექტორის ბავშვებისთვის საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ბავშვებს UNHCR შესახებ პრეზენტაცია გაუმართეს, ბაკურ სულაკაურის სტუდიის მხატვარ ანიმატორებთან ერთად ბავშვებს სახლისო მხატვრული ტრენინგი ჩაუტარეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) - გაეროს სააგენტო, რომელიც იცავს ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ და მოქალაქეობის არმქონე პირებს. აგრეთვე, სააგენტო ეხმარება თავის ბენეფიციარებს ნებაყოფლობით რეპატრიაციის, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ინტეგრაციისა და მესამე ქვეყანაში განსახლების პროცესში. ის დაარსდა 1950 წლის 14 დეკემბერს, მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული ცვლილებებისა და ევროპის წინაშე მდგარი ლტოლვილთა კრიზის ფონზე.
იხილეთ გალერეა