აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ყაზახეთში აჭარის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს გაეცნობიან

24 ივნისი, 2022

ყაზახეთის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ინფლუენსერები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. Forbes-ის, Selfie Travel-ის, Tv31 -ის წარმომადგენლებმა ბლოგერებთან ერთად უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე, არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმები. მათი ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეები რეგიონში ყოფნისას მტირალას ეროვნული პარკის დალაშქვრას, გონიოს ციხის, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების მონახულებას, ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას გეგმავენ.

საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები