აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა პოლონეთის კულინარიულ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი

24 ივნისი, 2022

აჭარული სამზარეულო პოლონეთში კულინარიულ ფესტივალზე “Fortress of Tastes“ იყო წარმოდგენილი. ვრცოლავთან ახლოს ჩოჰას ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გამართული ფესტივალის სტუმრებს კერძების, ღვინისა და ქართული ნუგბარის დაგემოვნების პარალელურად ქართულ ფოლკლორ შოუზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ. ფესტივალზე რეგიონის გასტრონომიული პოტენციალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქართველ შეფმზარეულებთან და ტურისტული სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

ჩოჰას კულინარიული ფესტივალი წელს მეხუთედ გაიმართა და მასში აჭარა პირველად ღებულობდა მონაწილეობას. საინტერესო მდებარეობის გამო ფესტივალს 15 000-მდე ვიზიტორი პოლონეთის მეზობელი ქვეყნებიდან გერმანიიდან და ჩეხეთიდანაც სტუმრობდა. ფესტივალზე განსაკუთრებული პოპულარულობით შუასაუკუნეების დროინდელი რეცეპტურით დამზადებული კერძები და სასმელები სარგებლობდა.

კულინარიულ ფესტივალში მონაწილეობით ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო პოლონეთში, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია აქტიურად მიმდინარეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები