აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ბათუმის ავტობუსების პარკი 2022 წლის ბოლომდე სრულად განახლდება

28 ივნისი, 2022


აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება. 5, 570 000 ლარით  გაიზრდა მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა და  ჯამში163 230 000 ლარი შეადგინა.

აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების შესახებ გააკეთა განცხადება - ,,აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარდგენილი ბიუჯეტი. ჩვენ დაახლოებით ნახევარ მილიარდზე ავიყვანეთ რესპუბლიკური ბიუჯეტი, რაც პირველ რიგში გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ მეტი პროექტები და მაქსიმალურად ვიზრუნოთ აჭარის მცხოვრებლებზე. ბიუჯეტი გაზრდილია 6%-ით და ის შეადგენს 482 მლნ. ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბათუმის ნაწილში გაზრდილი სატრანსფერო რაოდენობა, რომელიც გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე, ჩვენ სრულად განვაახლებთ ავტობუსების პარკს ბათუმში და შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადავცემთ დამატებით ავტობუსებს“.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები