აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

2022 წლის ბიუჯეტი 28 300 000 ლარით გაიზარდა

27 ივნისი, 2022

აჭარის ა.რ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა 28 300 000 ლარით, 6,2 %-ით გაიზარდა. 
2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 482 305 800 ლარით განისაზღვრა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა  475 700 ლარით გაიზარდა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა  8 499 800 ლარით გაიზარდა. 
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობა 829 900 ლარით გაიზარდა.
მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა ჯამში 5 570 000 ლარით გაიზარდა და 163 230 000 ლარს შეადგენს.
აჭარის 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა. საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები