აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჭოროხის გზის მიმართულებით ტენდერის მოსამზადებელი პროცედურები დაიწყო
28 ივნისი, 2022
აღნიშნულ მონაკვეთებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. საავტომობილო გზის - ჭოროხის გზა (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი, 5,7 კმ) 3,5 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა, სადაც დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ხოლო დარჩენილ 2,2 კმ. მონაკვეთზე მიმდინარეობდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოებას.
დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები დასრულებულია და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს, როგორც დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაციის, ასევე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადებას.
პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება. პროექტი გარდამვალია და მომდევნო წელს დასრულდება. მზად არის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მიმდინარე წელს ჭოროხის გზაზე შესრულდება 1 500 000 ლარის სამუშაოები.
საავტომობილო გზა ტენდერის გამოცხადებამდე აჭარიის საავტომობილო გზების დეპარატამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ პირველ მოადგილესთან, საპროექტო ორგანიზაციისა და აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საამმართველოს ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს.
იხილეთ გალერეა