აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

27 ივნისი, 2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „Horizon Europe“-ის  ოფისის გახსნის ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ნუნუ მიცკევიჩთან და უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
საგრანტო ოფისის ფუნქცია იქნება ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები