აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

06 ივლისი, 2022

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა მარია შიკუს უნასპინძლა. ელჩმა მინისტრს ვიშეგრადის ფესტივალის აჭარის რეგიონში ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. 
შეხვედრაზე განხილული იქნა უნგრეთთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების, კულტურისა და სპორტის დარგში.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, მაღალმთიან აჭარაში ქალთა გაძლიერების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებზე.  
განიხილეს ოთხი საზაფხულო ბანაკის ფუნქციონირების საკითხები. ვიშეგრადის ქვეყნების ფესტივალი ბათუმში მომავალ წელსაც გაიმართება.
2023 წელს უნგრეთის ქალაქ ვესპრიმი ევროპის კულტურის დედაქალაქის სტატუსის მატარებელი იქნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები