აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ნუნუ მიცკევიჩი, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმში მიმდინარე საგამოცდო პროცესს გაეცნო

06 ივლისი, 2022

ქვეყნის მასშტაბით 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. დღეს, აბიტურიენტები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი მოინახულეს,  რეგისტრაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ და აბიტურიენტებს წარმატება უსურვეს. 
" ეროვნული გამოცდები აჭარის რეგიონში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი, იმისთვის, რომ გამოცდებზე მისულმა აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოავლინონ" - აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.
ბათუმის პირველი სკოლის საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო. დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 
2022 წლის გამოცდები 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. 
წელს აჭარის რეგიონის მასშტაბით ოთხი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებიც დარეგისტრირებულ 10 287 გამოსაცდელს, აქედან 4 474 აბიტურიენტს მიიღებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები