აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

უნგრელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ

07 ივლისი, 2022

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას აგრძელებს. ამჯერად, უწყებამ აჭარაში უნგრელ ჟურნალისტებს უმასპინძლა, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ სტატიებს მოამზადებენ. ბათუმის, როგორც საზღვაო ქალაქის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში გადაინაცვლეს, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. პეტრასა და გონიოს ციხეები, ქალაქის ძირითადი მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები იმ ტურისტულ ადგილებს შორის იქნება, რომლის შესახებაც შთაბეჭდილებებს უნგრელი ჟურნალისტები მკითხველებს გაუზიარებენ.

საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები