აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შეხვედრა ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციასთან

08 ივლისი, 2022

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე ზაურ ახვლედიანი,  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრ  ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად,   ქვემო სილეზიის  სავოევოდოს ვიცე-მარშალ მარჩინ  ქშიჟანოვსკის ხელმძღვანელობით, პოლონეთიდან დელეგაციას შეხვდნენ.
პოლონური მხარის დელეგაციის შემადგენლობაში  ქვემო სილეზიის  სავოევოდოს სეიმის, მარშალის ოფისის, ბიზნეს წრეებისა  და  მასმედიის წარმომადგენლები შედიან.
მინისტრმა პოლონურ მხარეს   მიმდინარე წლის 26 მაისს,  ვროცლავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა.
ასევე, ხაზი გაუსვა პანდემიის დროს,  პოლონური მხარის ძალისხმევას სკოლის მოსწავლეების ორმხრივი  გაცვლითი პროექტის განხორციელებაში. 
მომავალი წლისთვის იგეგმება მასწავლებელთა ერთობლივი კონფერენციის ორგანიზება ბათუმში STEM - ის მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა უკრაინიდან ჩამოსული ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობისთვის რეგიონში  და სრულიად საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
თავის მხრივ, პოლონურმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს და მასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების  მნიშვნელობას. 
პოლონურმა მხარემ გააჟღერა ინიციატივა თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე სპორტის სფეროში, ასევე, ჯაზის მიმართულებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები