აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

08 ივლისი, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლები და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები, მინისტრის პირველ მოადგილეს,  ჯემალ სურმანიძეს და რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის რესურსენტრის და ასევე, პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე სამინისტროსა და USAID   შორის თანამშრომობის ახალ ხუთწლიან პროგრამაზე ისაუბრეს: 
პროგრამის მიზანზე, რომელიც ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების  ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას. ასევე პროგრამის კომპონენტებზე, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას ითვალისწინებს სკოლებში;  კერძო სექტორის ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის;  ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სამოქალაქო განათლებისა და  დემოკრატიული ჩართულობის პროცესში.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც მასწავლებელთა კომპეტენციის გაზრდისთვის დაინერგა და ყოველწლიურად საუკეთესო  პედაგოგის ეროვნულ ჯილდოს გამოავლენს; 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით,  USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის
ფარგლებში 65 სკოლა იქნება ჩართული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები