აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრმა ანსამბლ "მხედრულ 2"-ს წარმატება მიულოცა

08 ივლისი, 2022

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ანსამბლ "მხედრული 2"-ის წევრებს შეხვდა და ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,  გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ მხედრულთან არსებული  ქორეოგრაფიული ანსამბლი „მხედრული - 2“ ბულგარეთის ქალაქ ნესებრი - პამორიეში ფოლკლორის  ევროპის მე-14 საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა.
საერთაშორისო ფესტივალში  20 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობდა.
ანსამბლმა თავი გამოიჩინა თავისი საშემსრულებლო და სასცენო არტისტიზმით.
„მხედრული - 2" გახდა ევროპის აბსოლუტური ფოლკლორის ჩემპიონი, გრან-პრისა და გრანტის მფლობელი, ასევე I ადგილისა და ლაურეატის წოდების მფლობელი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები