აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა შუახევში ვაზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

11 ივლისი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში ვაზის სანერგე მეურნეობა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ დაათვალიერა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობის პროგრამები ხელს უწყობს აჭარაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩხავერის, ცოლიკოურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის ვაზის 1200 ნერგია დარგული. სანერგე მეურნეობა ემსახურება მთიანი აჭარის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს. ფერმერებს და აგრომეწარმეებს საშუალება აქვთ თვითღირებულების ფასად შეიძინონ ადგილობრივი ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში წარმოებული სარგავი მასალა.

ვაზის სანერგე მეურნეობაში მინისტრთან ერთად, მოადგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58