მინისტრი დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა
12 ივლისი, 2022
სოფლის მეურნეობის მინისტრი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრაზე ზაზა შავაძემ სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ მინისტრმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა’’- ფარგლებში, გურამ ძირკვაძის მიერ ჟოლოს, მაყვალის და ვაზის გაშენებული ბაღი დაათვალიერა.
დიოკნისის მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე სტუმრობით და ამ ფორმით დაწყებული კომუნიკაცია დადებითად შეაფასა.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს პარლამეტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა