აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ქათმის ფიფინა, იახნი, თერმონი და აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სხვა კერძები კულინარიულ მასტერკლასებზე მოამზადეს

19 ივლისი, 2022

აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების  მზარეულებს კულინარიული მასტერკლასები ჩაუტარდათ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ მასტერკლასებზე  ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნაკლებპოპულარული კერძები ტრადიციული და თანამედროვე სახით მოამზადეს. თითოეული  კერძი აჭარული სამზარეულოს კულინარიული გზამკვლევიდან „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“  შეირჩა, რომელშიც 110-ზე მეტი კერძი და დესერტია შეტანილი. პროექტის მიზანი აჭარული კერძების კვების ობიექტების მენიუებში შეტანის წახალისება და ხელშეწყობაა.

კულინარიული მასტერკლასები ქედაში, სარფსა და ქობულეთში ჩატარდა. მას ადგილობრივ მზარეულებთან ერთად სპეციალურად მოწვეული ბრენდშეფები უძღვებოდნენ. ბრენდშეფმა დადუნა ღლონტმა მასტერკლასის მონაწილეებს მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი კერძები ქათმის ფიფინა, ფხალლობიო, ფესტილშორვა, სუზმის სალათი, ასევე დესერტები ბეთმეზი, ყაისაფა და ლუხუმი თანამედროვე სახით შესთავაზა. ლაზური კერძები ქაფშია ტაღანეი, ლუყუ დუდეი, კაბაქ ფილავი და დესერტი  თერმონი „გააცოცხლა“ შეფმა ირაკლი თოდაძე, ქობულეთური კერძების ინტერპრეტირებული ვერისები კი  შეფმა  ალექსანდე ბაინდურაშვილმა მოამზადა. მასტერკლასებს წინ უძღოდა მცირე ლექციები თითოეული კუთხის ეთნოგრაფიისა და კულინარიის შესახებ.

ბოლო წლებია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში კულინარიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით არაერთ საინტერესო პროექტს ანხორციელებს. მათ შორის გამორჩეულია წიგნი „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, რომლის ელექტრონული ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს ტურისტულ პორტალზე visitajara.com შეუძლიათ. აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით ასევე შექმნილია ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს საიმიჯო რგოლები და კერძების მომზადების ვიდეო გაკვეთილები. მათი ნახვა სერვისის განვითარების ახალ ვებგვერდზე serviceajara.ge შესაძლებელი. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები