აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მაჭახელას ეროვნული პარკი გაიხსნა

20 ივლისი, 2022

მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მაჭახელას ეროვნულ პარკში გახსნილი ახალი საგამოფენო სივრცე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ დაათვალიერეს. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა ესწრებოდნენ.

საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. ვიზიტორები უკეთ გაეცნობიან მაჭახელას ხეობის ისტორიასა და კულტურას და შეძლებენ მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას. ვიზიტორები მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას, ინტერაქტიულ რეჟიმშიც შეძლებენ.

საგამოფენო დარბაზის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა. საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ხოლო მის ტექნიკურ შესრულებაში „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ჩაერთო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58