აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

20 ივლისი, 2022

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაბიონის საყრდენი კედლების  მშენებლობა. 
მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით 2,1 კმ საავტომობილო გზაზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. 
პროექტის მიხედვით აშენდება გაბიონის და ბეტონის კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები.
რეაბილიტირებული გზით გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა ტურისტები ისარგებლებენ. 
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილესთან, სპეციალისტებთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერ როლანდ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები