აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

24 ივლისს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

20 ივლისი, 2022

ბათუმის შემდეგ ფესტივალს „Kobuleti Fest 2022 უკვე ქობულეთი უმასპინძლებს. 24 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მუსიკალური ბენდები „ასეა სულ“, „ოჩის ქოხი“ და „ღამის შოუს ბენდი“ იზრუნებენ.

ფესტივალის პარალელურად დაგეგმილია ქობულეთის ახალი ბულვარის ტერიტორიის გახსნა (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ). დღის განმავლობაში, ახალი ბულვარის მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე დრამების შოუ, ფრანების შოუ, საბავშვო და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალის ფარგლებში ცენტრალურ პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

 

12 :00 – 20 :00  ახალი ბულვარის ტერიტორია (მეგობრობის ქუჩა #30 მიმდებარედ) :

•        ფრანების ფესტივალი   და DJ სანაპიროზე

•           სპორტული აქტივობები ( ქვიშის ფრენბურთი/მაგიდის ჩოგბურთი)

•           დრამების შოუ

•           საბავშვო გასართობი აქტივობები

•           ანიმატორები

•           მასკოტები, სახის მოხატვა

•           საპნის ბუშტების შოუ

•           სარკიანი პატარა აუზები

•           საზაფხულო დეკორაციები და ფოტოკუთხეები

 

20:00 – 01:00 ქობულეთის ცენტრალური პარკი

 

            20:00 – 01:0 – გალა კონცერტი

•           20:00 ბენდი„ასეა სულ“

•           21:00 ბენდი ოჩოს ქოხი

•           22:00 ღამის შოუს ბენდი

•           22:30 ფოიერვერკი

•           23:00 DJ ნუგო

ქობულეთის ფესტივალი ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები