აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმი საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს

21 ივლისი, 2022

ბათუმი, საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს.

ფორუმს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები საქართველოდან, პოლონეთიდან, კვიპროსიდან, ისრაელიდან, ესტონეთიდან, დუბაიდან და სხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.

საინვესტიციო ფორუმში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული მხარეები, ასევე სოფლის მეურნეობის, სავაჭრო/ლოჯისტიკის, მეღვინეობის, ტურიზმის, ტექსტილის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მშენებლობის/განვითარების და გემების მართვის ბიზნესის სფეროებიდან, სულ 150 ადამიანი მონაწილეობს.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, საპრივატიზაციო ობიექტებს და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს გაეცნობიან.

აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და დაგეგმილ პროექტებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ისაუბრა.

ბიზნეს ღონისძიება IBCCS Georgia და Cyprus Georgia Business Club-ის და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

ფორუმის ფარგლებში კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.

ბიზნეს ფორუმს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარიკა გვიანიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები