EBRD აჭარაში კერძო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებას გეგმავს
19 ივლისი, 2022
EBRD აჭარაში კერძო სექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებას გეგმავს.
ინფრასტრუქტურული ინვესტიციების გარდა,
EBRD მზად არის კიდევ უფრო გააღრმავოს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა
EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან შეხვედრა გამართა. ჯაბა ფუტკარაძემ EBRD-ის წარმომადგენელს აჭარაში მათი მხარდაჭერით მიმდინარე და განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.
ქობულეთის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი
EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე, აჭარის გადამზიდავი და სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელობას შეეხო.
ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნესებს გრანტების სახით, საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარება შესთავაზეს.
შეხვედრას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგის სურმანიძე და გადამზიდავი და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ბანკმა, 270
პროექტში 4.8 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის
EBRD-ის მიმდინარე პროექტების საინვესტიციო პორტფელი 1.3 მლნ ევროა. აღსანიშნია, რომ ჯამურ საინვესტიციო პორტფელში კერძო სექტორის წილი 80%-მდეა.
იხილეთ გალერეა