შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
25 ივლისი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მინისტრმა ასევე აჭარაში აგროსასურსათო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ საქმიანობასა და აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.
ზაზა შავაძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის სახელმწიფოს და ბატონ ელჩს, ციტრუსის სანერგე მეურნეობის, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვისა და მოდერნიზაციის განვითრების მიმართულებით მხარდაჭერისთვის, ხაზგასმით აღნიშნა, რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის შესახებ და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
იხილეთ გალერეა