აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ნინო ნიჟარაძემ ყირგიზეთისა და უზბეკეთის დელეგაციებს უმასპინძლა

25 ივლისი, 2022

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად ყირგიზეთისა და უზბეკეთის დელეგაციებს უმასპინძლა. ნინო ნიჟარაძემ ჯანდაცვის სისტემებისა და ინფექციის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებს, აჭარაში ინფექციური დაავადებების და ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა, მიღწევები და გამოცდილება გააცნო.

2019 წლიდან აჭარაში ხორციელდება პროექტი - „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა აჭარაში”, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგი. პროექტის მიზანია რეგიონის მოსახლეობის ინფიცირების სტატუსის დადგენა, მიდევნება და დროული მკურნალობის ხელშეწყობა.

დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სასწავლო ტურის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და გლობალური ფონდის ხელშეწყობით დაიგეგმა. ტურის მიზანი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის გამოცდილების, მისი ორგანიზების და გლობალური ფონდის პროექტის დანერგვის შედეგების შესწავლა, ასევე უზბეკეთსა და ყირგიზეთთან ტუბერკულოზის პროგრამების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ეწვევიან ტუბერკულოზის ცენტრს და ამბულატორიულ დაწესებულებაში გაეცნობიან სკრინინგის პროცესს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები