აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმის ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზეა წარდგენილი

26 ივლისი, 2022

წელს, ბათუმთან ერთად World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და არკოპოლისის გვერდითაა დასახელებული. რაც შეეხება ბათუმს, ის წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. World Travel Awards“-ის  ჯილდოს ბათუმი  2019 წლიდან არ თმობს.

ბათუმის ბულვარისთვის, ისევე როგორც ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს  8 აგვისტომდე ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote შეუძლია. გამარჯვებული 1 ოქტომბერს, ესპანეთში მალიორკას კუნძულზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება, რომელსაც მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის  წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს უკვე ბათუმში გაიმართება, რაც ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიბების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი.

World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. დღეისათვის ,,World Travel Awards”-ის ბრენდს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მსოფლიოს ივენთკალენდარში. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ).  ღონისძიებაზე საუკეთესო  ტურისტულ მიმართულებებს, სასტუმროებ, ტურისტულ სააგენტოებ, ატრაქციებ, მიმართულებებ, ასევე  საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიებსა და ქვეყნებს ასახელებენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები