აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა

26 ივლისი, 2022

აჭარაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრისგან 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე ზაზა შავაძემ მიმდინარე წლის პროგრამებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2022 წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 932 195 ლარით გაიზარდა და 20 905 049 ლარია. 2022 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის აგროსასურსათო სექტორის პოლიტიკის შემუშავება და მართვა, აგროსექტორის მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, აგროსერვისის განვითარება რეგიონში, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი პროგრამა, ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება''.

2021 წელთან შედარებით გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. რომლის დაფინანსება 2022 წელს განისაზღვრა 1 415 783 ლარით, რითაც დაფინანსდა 270 პროექტი. ასევე, გაორმაგებულია სოფლად მეწარმეობის განვითარების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და განისაზღვრა 24 ერთეული პროექტით - რომელიც დაფინანსდება 3 138 640 ლარით.

გაგრძელდა სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. რომლის დაფინანსებამ შეადგინა 756 405 ლარი, გაიზარდა პროგრამის ,,მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა’’ რომლის ბიუჯეტი წარმოადგენს 750 000 ლარის.

მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ადამიანის ჯანმრთელობის უვნებელი გარემოს შენარჩუნება. უზრუნველყოფა, შესაბამისად 2022 წლის დაფინანსება შეადგენს 7 268 391 ლარს.

სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი ემსახურება რეგიონის მასშტაბით როგორც სურსათის, სასმელი წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ასევე ფიტოსანიტარულ და ვეტერინალურ კონტროლს, 2022 წელს ლაბორატორიის ბიუჯეტი განისაზღვრა 581 540 ლარით

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58