აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

კარდიოლოგიური სერვისები და მაღარლტექნოლოგიური კვლევები

27 ივლისი, 2022

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი - მედცენტრის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და სამედიცინო პროგრამების მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს კარდიოლოგიური სერვისები და მაღარლტექნოლოგიური კვლევები. მიმდინარე წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აჭარის სამედიცინო დაწესებულებში დაიწყო გულის და გულის სისხლძარღვების არაინვაზიური კორონაროგრაფის დაფინანსება. „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ასევე ფარავს კარდიოქირურგიული ოპერაციების თანაგადახდას, გულის გეგმიური ან/და კორონალური არტერიების ანგიოგრაფიას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.
„დღეს პროგრამების მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ შეხვედრა გავმართეთ სამედიცინო პერსონალთან. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. 2022 წლიდან სამინისტრომ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყო არაინვაიზური კორონაროგრაფის დაფინანსება, რაც ექიმს საშულებას აძლევს ადრეულ ეტაპზე დაადგინოს დაავადების სირთულე და დროულად გაუწიოს პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება. შეხვედრაზე ექიმებს ინფორმაცია მიეწოდა მერიის ახალი პროგრამების შესახებ, რომელიც გულის ან კორონარული არტერიების გეგმური ანგიოგრაფიის და მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსებას გულისხმობს, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ მომსახურებას ვერ ღებულობენ ვერცერთი სახელმწიფო პროგრამით“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.
მიმდინარე წლის აგვისტოსდან ბათუმის მერია იწყებს გულის ან კორონარული არტერიების გეგმური ანგიოგრაფიის და მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევების თადაფინანსებას. პროგრამით ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომელთა ხელფასი ნაკლებია 1000 ლარზე. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, ისე მერიის ახალი პროგრამები ვაუჩერული პრინციპით დაფინანსდება და პაციენტს მომსახურების მიღება მისთვის სასურველ კლინიკაში შეეძლება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები