აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის ბათუმის დინამო გუნდზე მეტია და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას / გამოვდივარ ინიციატივით გავატაროთ ხელშემწყობი ღონისძიებები ბათუმის დინამოს მხარდასაჭერად

28 ივლისი, 2022

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოვიდა ინიციატივით, აჭარის უმაღლეს საბჭოს ეთხოვოს შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება ბათუმის დინამოს მომავალი წარმატების ხელშეწყობისთვის.

"საკმაოდ აქტუალურია ჩვენს გუნდთან, ბათუმის დინამოსთან დაკავშირებული საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა 4 წლის განმავლობაში მიაღწია არნახულ პროგრესს. 2018 წელს გუნდი თამაშობდა მე-2 ლიგაში და იცით, რომ გუნდი გახდა როგორც ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი. ჰქონდა გარკვეული წარმატებები, შესაძლოა ჩავარდნებიც ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენთვის ბათუმის დინამო გუნდზე მეტია და მომავალშიც გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ამიტომ, დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ უმაღლეს საბჭოს მივმართოთ შესაბამისი ხელშეწყობის ღონისძიებების გატარების მიზნით, რომელიც დაეხმარება ჩვენს გუნდს, რომ გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ნამდვილი გრანდი და ეს ასეც იქნება“ აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები