აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერა

03 აგვისტო, 2022

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები, შპს „ქართული ხილის ექსპორტი“ და შპს „Georgian industrial Asset Management Group“-ი დაათვალიერა.

 შპს „ქართული ხილის ექსპორტი“ მიმდინარე წელს მზადაა მიიღოს და გადაამუშავოს ციტრუსოვანთა ნაყოფი. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს „Georgian industrial Asset Management Group“-ს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი საიდანაც დამზადდება წვენი. დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე რეალიზაცია.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ განაცხადა -„მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება. რომელიც მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბის ძირითადი მიზანი იქნება, მანდარინის ჩაბარების პროცესის მართვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი. სამუშაო ჯგუფი, გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში. შტაბი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამოქმედდება“.

ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოებში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა მოადგილეები, ირმა აფხაზავა და მირიან ქათამაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58