აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ზაზა შავაძე განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო

04 აგვისტო, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარადგინა.

,,წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში, აგრარული ექსტენციის მიწოდება სხვადასხვა აგრომიმართულებით ჩაუტარდება 3500-მდე ადგილობრივ ფერმერს. ცოდნა მთავარია იმისთვის, რომ სოფლად შემოსავლები გაიზარდოს, ხოლო სოფლის მეურნეობა მაღალი ღირებულების მქონე სექტორად გარდაიქმნას. დღეს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონული სამსახურები დროის მოკლე პერიოდში, თუ როგორ შეიძლება აღიჭურვოს მოძრავი ლაბორატორიები, როგორ შეიძლება ექსტენციის მომსახურება გამოირჩეოდეს თავისი შესაძლებლობებით ”, - განაცხადა მინისტრმა.

განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები, ირმა აფხაზავა, მირიან ქათამაძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58