აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა

05 აგვისტო, 2022

ზაზა შავაძე - ‘’ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალ თაობასთან, მომავალ აგრონომებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა. სწორედ თქვენ მომავალმა პროფესიონალებმა კიდევ უფრო უნდა განავითაროთ სოფლის მეურნეობა. მე ყოველთვის მზად ვარ თქვენთან შესახვედრად. პირადად შეგიწყობთ ხელს, რომ პროფესიონალებად ჩამოყალიბდეთ და უშუალო კომუნიკაცია გქონდეთ დამსაქმებლებთან. მთავარია თქვენი მოტივაცია''.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სტაჟიორებს შეხვდა, სადაც სტაჟიორებმა შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინეს. ზაზა შავაძემ სტაჟიორებს დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ყურადღება დარგის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის პროგრამის ,,აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ ქვეპროგრამის ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის” ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის 9 თვის ვადით 20 სტუდენტ - კურსდამთავრებული, რომელიც დასაქმებულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში.

 შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზვა, არჩილ ბერიძე და აგრარული განვითრების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58