აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
05 აგვისტო, 2022
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და თანამშრომლობა ღრმავდება. მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც.
თორნიკე რიჟვაძემ ალექსანდერ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ნატოს გემების რეგულარული ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.
შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა