შუახევში საავტომობილო გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
11 აგვისტო, 2022
შუახევის მუნიციპალიტეტში კარაპეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 3,11კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, რკინა ბეტონის კიუვეტები, ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები. აშენდება ერთი ახალი ხიდი.
აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს, ოლადაურის, მაწყვალთას, კარაპეტისა და მახალაკიძეების თემებს.
რეაბილიტირებული გზით 400-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს სარგებლობას.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, პირველ მოადგილესთან, სპეციალისტებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან და შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.
იხილეთ გალერეა