სოფელ მახალაკიძეებში ახალი ხიდი შენდება
12 აგვისტო, 2022
შუახევის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩირუხისწყალზე ახალი საავტომობილო ხიდის მშნებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ძველი ხიდი ამორტიზებული იყო და აღდგენას არ შეესაბამებოდა.
პროექტის დასრულების ვადაა მიმდინარე წლის სექტემბრის თვე.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, პირველ მოადგილესთან, სპეციალისტებთან, უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან და შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.
იხილეთ გალერეა